საქართველო: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ეროვნული უსაფრთხოება

პროგრამული სტატია

ს. ნილ მაკფარლეინი, აგვისტო, 2012 

http://www.chathamhouse.org/publications/papers/view/185193

  • საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებული ვერსიის გამოჩენა შესაძლებლობას იძლევა საიმისოდ, რომ გადავხედოთ საქართველოს ოფიციალურ შეხედულებას უსაფრთხოების შესახებ და შევაფასოთ ქვეყნის დამოკიდებულება საშინაო თუ საგარეო უსაფრთხოების გარემოსადმი.
  • სტატია, პირველ რიგში, განიხილავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის გარემოებებს. შემდეგ ჩამოთვლილია კონცეფიციის პოზიტიური ასპექტები. ანალიზის ძირითადი ნაწილი მოიცავს ხუთ პრობლემატურ საკითხს. პირველი არის შიდა არასტაბილურობის შესაძლებლობა, რომლის შესახებ კონცეფციაში არაფერია ნათქვამი. მეორე საკითხი ეხება გლობალიზაციისა და ურთიერთდამოკიდებულების უსაფრთხოების ასპექტებს. მესამე საკითხი მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ საფრთხეებს, კერძოდ კი, მთიანი ყარაბახის კონფლიქტს და არასტაბილურ მდგომარეობას ჩრდილოეთ კავკასიაში. მეოთხე საკითხი არის რუსეთისგან მომავალი საფრთხე. ბოლოს, განხილულია საქართველოს დასავლური ორიენტაცია.