ახალი ამბების არქივი

რობერტ ვან ვორენის საჯარო ლექცია "ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია”

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის, სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (არისკი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა რობერტ ვან ვორენის საჯარო ლექცია:

"ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია"

თარიღი: 2016 წლის 8 ნოემბერი, 19:00 საათზე 
ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 3
ენა: ინგლისური

ლექციის ძირითადი თემა იყო ზეპირი ისტორია, როგორც ისტორიოგრაფიის ხარვეზების გამოსწორებისა და წარსულის აღდგენის საუკეთესო ხერხი. რობერტ ვან ვორენი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე განიხილავს ზეპირი ისტორიის მნიშვნელობას და ისაუბრებს პროგრამის "მეიდანის ზეპირი ისტორია" შესახებ. ლექციაზე ასევე განხილული იქნა მუზეოლოგიის მნიშვნელობა და ხერხები, თუ როგორ შეიძლება მუზეოლოგია იქცეს დემოკრატიაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარ ინსტრუმენტად.

რობერტ ვან ვორენი (1959) ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა ფედერაციის (FGIP) აღმასრულებელი დირექტორია. იგი სწავლობდა საბჭოთა კავშირის ისტორიას და 1977 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საბჭოთა ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობებში. წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა როგორც კურიერი და ჰუმანიტარულ დახმარებას აწოდებდა ბანაკებში, ციხეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.

ვან ვორენი სწავლობს მენტალურ ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებს საბჭოთა კავშირში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული წიგნი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "დისიდენტებსა და სიგიჟეზე" (2009), "ცივი ომი ფსიქიატრიაში" (2010) და "ვერდავიწყებული წარსული - ჰოლოკოსტი ლიტვაში" (2011).

რობერტ ვან ვორენი არის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტისა (კაუნასი, ლიტვა) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) პროფესორი, ასევე არის მოწვეული პროფესორი კიევის გრინჩენკოს უნივერსიტეტში.