მიმდინარე პროექტები

პროექტის სახელწოდება:
"კასპიის გარშემო: სადოქტორო ტრენინგი მომავალი ექსპერტებისთვის კასპიის რეგიონის განვითარებასა და თანამშრომლობის საკითხებზე"

დონორი: მარი სკლადოვსკა კურის ინოვაციური ტრენინგების ქსელი

პროექტი ხორციელდება შემდეგ ორგანზიაციებთან თანამშრომლობით: დუბლინის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი), ბრემენის უნივერსიტეტი, სენტ ენდრიუს უნივერსიტეტი, გენტის უნივერსიტეტი, ოქსფორდი ბრუკსის უნივერსიტეტი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კოიმბრას უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ცენტრი, საერთაშორისო ურთიერთობების ფინური ინსტიტუტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების ცენტრი, კიმაჯის განვითარების კვლევების ცენტრი, ლევადას ცენტრი, აინურას კვლევა, ტრანზიშენს ონლაინ, ჩინეთის რენმინის უნივერსიტეტი, ჯავაჰარლარ ნერუს უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკის სკოლა, მარმარას უნივერსიტეტი, ჰანიანგის უნივერსიტეტი.

მიზანი: პროექტის მიზანია ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება კასპიის კვლევების მიმართულებით. საერთო ჯამში პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებში ჩაირიცხება 15 დოქტორანტი. პარტნიორები აკადემიის მიღმა დოქტორანტებს შესთავაზებენ სტაჯირებებს პრაქტიკული უნარების გამომუშავებისთვის.