ადმინისტრაცია

მარინე ჩიტაშვილი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი (2003-სექტ, 2013)

საბჭოს წევრი

ელ-ფოსტა m.chitashvili@css.ge

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი [1999], ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი [1985], ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.

ბიოგრაფია: პროფესორი ჩიტაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. იყო ღია საზოგადოების ფონდების უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ორი საგრანტო პროექტის დირექტორი: „სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში" [2003-09 წწ.], „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე" [2009-2011.01.12] დირექტორი. ამჟამად ხელმძღვანელობს გამოყენებითი სოციალური კვლევების განვითარებას განათლების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
თსუ დასრულების შემდეგ 1980-1990 წწ. მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად საქართელოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1990 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1990-1995 წლებში იყო რელიგიის ფსიქოლოგიის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი თსუ რელიგიის შესწავლის ცენტრში. 1995 წლიდან დღემდე არის თსუ აკადემიური პერსონალი, 1999 წლიდან თსუ სრული პროფესორი. 2003-2005 წწ. ხელმძღვანელობდა ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრას. 2005 წლის მარტ-ივლისში იყო თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის 2 წიგნისა და 80-ზე მეტი სტატიის ავტორი. 2007 წელს იყო ფულბრაიტის მკვლევარი სტენფორდის უნივერსიტეტში; 2006 - „DAAD"-ის მკვლევარი ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, მიუნხენი; აგრეთვე იყო ზაარლენდის უნივერსიტეტში მიწვეული მკვლევარი [2003; 2001]; 1995 წელს იყო მიწვეული მკვლევარი ლუნდის უნივერსიტეტში. 2011 წლიდან არის ვოლფსონის კოლეჯის მუდმივი მიწვეული მკვლევარი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი. პროფესორი ჩიტაშვილი იყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი 2003-2013 წლებში. 2013 წლის სექტემბერში პროფესორი ჩიტაშვილი გადადგა თანამდებობიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დარგში ვიცე-რექტორის პოზიციაზე მისი კანდიდატურის დანიშვნასთან დაკავშირებით.