მენეჯმენტი

ქეთევან გიკაშვილი

ფინანსური მენეჯერი

ელ-ფოსტა: k.gikashvili@css.ge

ბიოგრაფია: ქეთევან გიკაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2010 წლიდან. 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი სპეციალობით ეკონომიკური ინფორმატიკა და მართვის ავტომატიზირებული სისტემები. 1993-1994 წლებში სწავლობდა მენეჯერთა უმაღლეს სკოლაში. 1999 წელს გაიარა პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა სერტიფიცირების კურსები. აქვს ACCA-ის პირველი ეტაპის სერტიფიკატი. სხვადასხვა დროს მუშაობდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში", „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში", სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციებში. 2010 წლიდან მუშაობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.