მენეჯმენტი

კობა თურმანიძე

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

ელ-ფოსტა: k.turmanidze@css.ge

ბიოგრაფია: კობა თურმანიძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2005 წლიდან. 2007 წლის იანვარ-ივლისში იყო თსუ-ს რეგიონული ინტერდისციპლინური ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში" კოორდინატორი. აქტიურად იღებდა მონაწილეობას სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმის, ასევე ცენტრის ბიბლიოთეკის განვითარებაში. 2005 წლიდან არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის აკადემიური განათლების პროექტის სტიპენდიანტი. არის თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასისტენტ პროფესორი. ასწავლის კვლევის მეთოდებს საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე. 2007 წლიდან არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი. 2008 წლიდან არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი.