მენეჯმენტი

დიანა ლეჟავა

ადმინისტრაციული დირექტორი

ელ-ფოსტა: d.lezhava@css.ge

ბიოგრაფია: დიანა ლეჟავა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2010 წლიდან. ფლობს ბაკალავრის ხარისხს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო პოლიტიკაში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი). 2007-2010 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში (შპს რონიკო) დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში თანამშრომლობდა საგამომცემლო სახლ დიოგენესთან და თარგმნიდა საგანმანათლებლო ლიტერატურას (საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტი). 2010 წლის მარტიდან 2011 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში სტუდენტების დეკანის/დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში მუშაობდა ცენტრის სადოქტორო ტრენინგის კოორდინატორის თანამდებობაზე. 2013 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს ცენტრის მიერ ადმნისტირებული პროგრამების სტუდენტთა გაერთიანებულ სამსახურს - სადოქტორო ტრენინგის ერთეულს. 2014 წელს გახდა ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (არისკი) საქართველოს ფილიალის დირექტორი. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ასრულებდა დირექტორის მოვალეობას. ამჟამად არის ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი.