საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო

ლუი მაიო

დრ. ლუი მაიო არის კანადის სამეფო საზოგადოების მკვლევარი და მონრეალის უნივერსიტეტის სოცილოგიის მიმართულების პროფესორ ემერიტუსი. დოქტორი მაიო იყო მონრეალის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების დეკანი და ვიცე-რექტორი. მან სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო პარიზ-სორბონას უნივერსიტეტიდან. არის 100 მეტი წიგნისა და სტატიის ავტორი სოციალური მოძრაობების, სოციალური კლასების, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების, უნივერსიტეტებისა და სამაგისტრო/სადოქტორო სწავლებების შესახებ. დრ. მაიოს დიდი გამოცდილება აქვს კვლევით და უმაღლესი განათლების საკითხებთან დაკავშირებით, იყო ამ მიმართულებებით სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელი, რომელთა შორისაა კვლევების კანადის ინსტიტუტი, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების კანადის ასოციაცია, აშშ-ს სამაგისტრო და სადოქტორო უმაღლესი სკოლის საბჭო და კვლევის ეროვნული საბჭო (დოქტურანტურის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიური კომიტეტი), კვებეკის უნივერსიტეტების საბჭო, კვებეკის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების დეკანთა ასოციაცია, სოციალურ მეცნიერებათა კანადის ფონდი, და სოციოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია (სოციალური კლასებისა და სოციალური მოძრაობების კვლევითი კომიტეტი).