საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო

სტივენ უაითფილდი

სტივენ უაითფილდი არის ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ასევე არის, პოლიტიკის პროფესორი, უნივერსიტეტის ლექტორი, და როდ პელჟინსკის სახელობის პოლიტიკის მკვლევარი, პემბროკის კოლეჯი. 1990-1993 წლებში იყო ლონდონის უნივერსიტეტის სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლის ლექტორი. 1991 წელს დისერტაციის დაცვის შემდეგ, რომლის თემაც იყო საბჭოთა პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები (გამოქვეყნდა სახელწოდებით „ინდუსტრიული ძალაუფლება და საბჭოთა სახელმწიფო", ოქსფორდ იუნივერსითი პრეს, 1993 - რედ. ჰიუიტ პრაიზუინერი), ბოლო 20 წლის განმავლობაში დრ. უაითფილდი იკვლევდა პოსტ-საბჭოთა პოლიტიკასა და საზოგადოებებს მასობრივი გამოკითხვების საშუალებით, რომელიც რეგულარულად ტარდებოდა 13 პოსტკომუნისტურ ქვეყანაში. ამ პერიოდში, ის ასევე დაინტერესდა პოსტკომუნისტური და ამჟამად დასავლეთევროპული პოლიტიკური პარტიებით. დრ. უაითფილდი აღნიშნულ საკითხს იკვლევს ექსპერტების გამოკითხვის გზით (რობერტ რორშნაიდერთან ერთად ინდიანას უნივერსიტეტში, ბლუმინგტონი) და შეისწავლის მათ დამოკიდებულებას ევროპული ინტეგრაციისა და სოციალური უთანასწორობის მიმართ. ბოლო პერიოდში ის ასევე დაინტერესდა ეგვიპტური საარჩევნო გარემოს საკითხითაც (2011 წლის ნოემბერი). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ საკითხებს: რუსეთის და უფრო ფართოდ, პოსტკომუნისტურ შედარებითი პოლიტიკა და საზოგადოებები, დემოკრატიზაცია და კონსოლიდაცია, სოციალური უთანასწორობა და მისი პოლიტიკური შედეგები, პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური პარტიები, პარტიულობა და ელექტორული არჩევანი. დრ. უაითფილდს გამოქვეყნებული აქვს მთელი რიგი მონოგრაფიებისა და ჟურნალის სტატიებისა; არის მრავალი წიგნის თანაავტორი. მის პუბლიკაციათა შორისაა: „The Strain of Representation. How Parties Represent Diverse Voters (with Robert Rohrschneider), Oxford University Press, Oxford, (forthcoming 2013). ის ასევე არის შემდეგი პუბლიკაციების რედაქტორი: „Public Opinion, Party Competition and the European Union in Eastern Europe", (with Robert Rohrschneider), Palgrave Macmillan, London, 2006; „Political Culture and Post-Communism", Palgrave Macmillan, London, 2005; „The New Institutional Architecture of Eastern Europe", Macmillan, London 1993.