ჩვენ შესახებ

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირი, დაარსდა 2003 წლის ნოემბერში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის (SSSP 2000-2003) საქმიანობასა და რესურსებზე დაყრდნობით.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს საქართველოში აკადემიური და გამოყენებითი სოციალური მეცნიერებების განვითარებას, საერთაშორისო აკადემიურ ქსელში ქართველ მკვლევართა ინტეგრირებას, სოციალურ მეცნიერებებში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვას და მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და სწავლების ხელშეწყობას.

ცენტრი ოთხ ძირითად კვლევით მიმართულებას მოიცავს: საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, ევროკავშირთან ინტეგრაცია, განათლების პოლიტიკა, გენდერული თანასწორობა.

ცენტრის საქმიანობა მოიცავს:

  • სოციალურ მეცნიერებებში აკადემიურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს;
  • საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას და საერთაშორისო აკადემიურ ქსელთან/თანამეგობრობასთან ინტეგრაციას;
  • საგანმანათლებო პროგრამებს და ტრენინგებს სოციალურ მეცნიერებათა სფეროში;
  • საგამომცემლო საქმიანობას, რაც მოიცავს აკადემიური სამეცნიერო ლიტერატურისა და პერიოდიკის გამოცემას, სასწავლო და შემეცნებით-პოპულარული, საცნობარო ლიტერატურის გამოცემას.
  • მთარგმნელობით საქმიანობას;
  • ელექტრონულ მონაცემთა ბაზების შექმნას სოციალურ მეცნიერებებში მომუშავე მკვლევართა და სპეციალისტებისათვის;
  • ინტერდისციპლინული კვლევის წარმოებასა და ახალი აკადემიური დარგების განვითარების ხელშეწყობას.