სტატიები

ეკონომიკური კეთილდღეობა, პოლიტიკური პრეფერენციები და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები

ალექსი გუგუშვილი

საქართველოს პოლიტიკური მეცნიერებების ასოციაციის შრომათა კრებული

ივლისი 2013

ჩამოტვირთვა

აბსტრაქტი

მოცემული კვლევა აჩვენებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული პოლიტიკური პრეფერენციები და საკუთრივ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად უკავშირდება ამომრჩეველთა ეკონომკური კეთილდღეობის დონეს. მოცემული კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია მრავალი საკონტროლო მაჩვენებლის გათვალისწინების შემთხევაშიც. არჩევნებამდე გამოხატული პოლიტიკური პრეფერენციები, პროპორციული სისტემით მიღებულ ხმები და მაჟორიტარული სისტემით ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის გამარჯვების სტატისტიკური ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის დაბალი და მაღალი მაჩვენებლების მქონე ამომრჩევლებმა და საარჩევნო ოლქებმა ოპოზიციურ კოალიციას მიანიჭეს უპირატესობა.