თანამშრომლები

ჯოანა რეგულსკა

გენდერის კვლევის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი

ქალთა და გენდერის კვლევის პროფესორი, რატგერსი, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტი

ელ-ფოსტა: regulska@gaiacenters.rutegrs.edu 

ბიოგრაფია: ჯოანა რეგულსკა არის ქალთა და გენდერის კვლევის, ასევე გეოგრაფიის პროფესორი. არის რატგერსის უნივერსიტეტის საერთაშორისო და გლობალურ საქმეთა ვიცე პრეზიდენტი. მისი კვლევისა და სწავლების ძირითადი ნაწილი კონცენტრირდება ქალთა აგენტობის, პოლიტიკურ აქტივობისა და მათთვის პოლიტიკური სივრცის შექმნის გარშემო. მისი სტატიები და ნამუშევრები ძირითადად ეხება ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და დემოკრატიზაციის სხვა პროცესებში, მოქალაქეთა მონაწილეობას და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეცენტრალიზაციას. პროფესორ რეგულსკას გამოქვეყნებული აქვს 90-მდე სტატია და ნამუშევარი, გაკეთებული აქვს 100-მდე მოხსენება მკვლევართა ეროვნულ და საერთაშორისო შეხვედრებზე. მის წიგნებს შორის არის: From Cold War to the EU: Women and Gender in Contemporary Europe: From Cold War to European Union with Bonnie Smith (Routledge, 2012); Cooperation or Conflict: State, the European Union and Women with Fuszara, M., Grabowska, M., and J. Mizielinska (WAP 2008, in Polish); Women and Citizenship in Central and East Europe with Jasmina Lukic and Darja Zavirsek (Ashgate Publisher, UK, 2006); Being Effective in Public Life (Wydawnictwo OSKA, 1999); Being Active in Public Life (Wydawnictwo OSKA, 1998); and Informational Policy at the Local Level (1995, 2nd edition 1997).
პროფესორი რეგულსკა იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებისა და პარლამენტის მრჩეველი ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო მმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის საკითხებში. ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების, ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა გაძლიერების საქმეში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის 1996 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა პოლონეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2011 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნივერსიტეტში გენდერის კვლევის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.