თანამშრომლები

დიანა ლეჟავა

სადოქტორო ტრენინგის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: d.lezhava@css.ge

ბიოგრაფია: დიანა ლეჟავა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2010 წლიდან. ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო პოლიტიკაში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი). 2007-2010 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში (შპს რონიკო) დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე. 2008 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ცენტრი. 2009-2010 წლებში თანამშრომლობდა საგამომცემლო სახლ დიოგენესთან და თარგმნიდა საგანმანათლებლო ლიტერატურას (საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტი). 2010 წლის მარტიდან 2011 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში სტუდენტების დეკანის/დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე. 2012 წლის იანვრიდან მუშაობს ცენტრის სადოქტორო ტრენინგის კოორდინატორის თანამდებობაზე და ხელმძღვანელობს ცენტრის მიერ ადმინისტირებული პროგრამების სტუდენტთა გაერთიანებულ სამსახურს.