თანამშრომლები

თათია მჟავანაძე

სადოქტორო პროგრამების განვითარების კოორდინატორი

ელ-ფოსტა: t.mzhavanadze@css.ge

ბიოგრაფია: თათია მჟავანაძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2012 წლიდან. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია-ჟურნალისტი. 1998 წლიდან მუშაობს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კათედრაზე მასწავლებლად. 2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. 2002-2005 წლებში იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში. 2005-2008 წლებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2008-2009 წლებში ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სასწავლო-სატელევიზიო ცენტრის დირექტორის მოადგილე. 2006-2008 წლებში თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 2008 წლიდან დღემდე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებთა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. 2009-2011 წლებში თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი. 2012 წლიდან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სადოქტორო პროგრამების განვითარების პროექტის კოორდინატორი.