თანამშრომლები

გიორგი ხელაშვილი

პროექტის დირექტორი (2012-2013 წწ.)

ელ-ფოსტა: g.khelashvili@css.ge

ბიოგრაფია: გიორგი ხელაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2003 წლიდან. ის არის ფილოსოფიის მეცნერებათა დოქტორის კანდიდატი საერთაშორისო ურთიერთობებში, ოქსფორდის უნივერსიტეტი. 2003-2006 წლებში იყო ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი. გიორგი ხელაშვილი კოორდინირებას უწევდა სოციალურ მეცნიერებებში ახალი ინტერდისციპლინური, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის "ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში" განვითარებასა და დანერგვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2001-2006 წლებში ის იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2006 წელს ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტს. გიორგი ხელაშვილი მუშაობდა ანალიტიკოსად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მიწვეულ მკვლევარად მონტერეის ცენტრში, ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს ანალიტიკური სტატიები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; მუშაობდა ჟურნალისტად ქართულ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოში (IREX). გიორგის აკადემიური ინტერესები მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას, პოსტსაბჭოთა კვლევებს, ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და დემოკრატიზაციის საკითხებს. გიორგი ხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეფორმის პროცესში. 2010 წლის ივლისიდან გიორგი ხელაშვილი არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო აკადემიური პროგრამის სტიპენდიანტი. ამჟამად ის არის ცენტრის პროექტის სადოქტორო პროგრამები ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დირექტორი; პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდების უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (OSF HESP) მიერ. გიორგი აგრეთვე არის თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორი და ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის, "ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში", აკადემიური ხელმძღვანელი.