ყოფილი დოქტორანტები

მაია ბარქაია

 

მაია ბარქაია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2010 წლიდან თანამშრომლობდა. ის გახლავთ გენდერის კვლევების საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული (2010-2014). 2010 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ინდოეთის უახლეს ისტორიაში. ამჟამად ის გახლავთ უფროსი მკვლევარი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) და მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი აკადემიური ინტერესებია: პოსტკოლონიური კვლევები, გენდერის კვლევები, შრომა და ზრუნვის პოლიტიკა, ორიენტალიზმი და მუსლიმი თემი, სოციალური მოძრაობები, ინდოეთის უახლესი ისტორია და პოლიტიკა.