ყოფილი დოქტორანტები

ელენე ჯაფარიძე

ელენე თანამშრომლობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2010 წლიდან. იგი გახლავთ გენდერის კვლევის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2014 წლის დეკემბერში თემაზე "საქართველოში ნარკომოხმარების პრობლემის ანალიზი გენდერის კუთხით". ელენე ფლობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური ფსიქოლოგიის ბაკალავრი ხარისხს.

ბაკალავრიატის დროს იგი სწავლობდა საარბრიუკენის უნივერსიტეტში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სადაც გაიარა სხვადასხვა ტრეინინგი თვისებრივი კვლევების მეთოდებში. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო მუშაობა კვლევით ორგანიზაციაში ACT. მაგისტრატურაში სწავლის დროს ელენე ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ კვლევებს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელობით. 2010-2011 წლებში მუშაობდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC), ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის ფარგლებში და გეგმავდა და ახორცილებდა სხვადსხვა კვლევით პროექტებს.