ყოფილი დოქტორანტები

თამარ ხუნწარია

თამარ ხუნწარია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2008 წლიდან თანამშრომლობს. იგი არის ედმუნდ მასკის სამაგისტრო (Edmund Muskie Fellow), ღია საზოგაოების ინსტიტუტისა (OSI) და ჩივნინგის (Chevening) პროგრამების სტიპენდიანტი. ფლობს სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხს, ბოულინგ გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ევროკავშირის პოლიტიკაში, ედინბურგის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2015 წლის თებერვალში. თამარს აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოში ხელმძღვანელობდა განათლების, მედიის და კომუნიკაციების რეფორმების პროგრამებს. იგი ასევე იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. ამჯამად თამარ ხუნწარია წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს საქართველოში. 2008 წლიდან არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიანტი.