პუბლიკაციები

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) პერსპექტივა - არსებობს თუ არა ევროპული გზა საქართველოსთვის?

თამარ ხუნწარია, სექტემბერი 2012

ჩამოტვირთვა

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. DCFTA-თან დაკავშირებული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე დაიწყო იმ მიზნით, რომ DCFTA-ის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წინაპირობად წაყენებული სტრუქტურული და პოლიტიკური რეფორმების გატარების შემდეგ გაიხსნებოდა. 2010 წლის დასაწყისში ოფიციალური თბილისი ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის წინაპირობების დაკმაყოფილების თვალსაზრისით ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა, ევროკომისიამ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება 2012 წლის იანვრისათვის მაინც გადადო და DCFTA საქართველოსთან მომავალი ასოცირების შეთანხმების (რომელიც თავის მხრივ, დიდი მიზნების მქონე, ამბიციურ და მაშასადამე, მოცულობით დოკუმენტს წარმოადგენს) განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა.