თანამშრომლები

დიანა ბოგიშვილი

მკვლევარი

ელ-ფოსტა: d.bogishvili@css.ge

ბიოგრაფია: დიანა ბოგიშვილი არის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ზოგადი პედაგოგიკისა და განათლების კვლევის კათედრის დოქტორანტი. იგი იკვლევს მოზარდებსა და თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს. 2008 წელს  დაამთავრა მიუნხენის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი, განათლების, შრომისა და ორგანიზაციის სოციოლოგიის სპეციალობებით. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო ეთნოგრაფიული კვლევა გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების შესახებ. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

დიანა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. 2014 წლიდან ის არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ASCN (კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი-ის) მიერ დაფინანსებული პროექტის - ქართული ეროვნული იდენტობა: კონფლიქტი და ინტეგრაციის კვლევითი დირექტორი.

2013 წლიდან დიანა თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტთან; კლასიკური სოციოლოგიური თეორიების გარდა მისი ლექციების თემებია: განათლება, დასაქმება და მოდერნიზაციის პროცესი.