მონაცემთა ბაზა

მოქალაქეობა (2014) ISSP

2013 წელს სოციალურ მეცნერებათა ცენტრი გაწევრიანდა საერთაშორისო სოციალური კვლევების პროგრამაში (ISSP), რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ატარებს მასობრივ გამოკითხვებს ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული კვლევები ტარდება ISSP-ში გაწევრიანებულია მსოფლიოს 45 ქვეყანასთან ერთად, ერთიანი მეთოდოლოგიით. 

2014 წლის ISSP თემაა მოქალაქეობა. 

პოპულაცია

გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა 18+, შერჩევაში მოცულია საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა.

შერჩევის ჩარჩო

შერჩევას საფუძვლად დაედო სტატისტიკის დეპარტამენტში არსებული საარჩევნო ბაზა. ამ ბაზის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დაყოფილია რეგიონის, დასახლების ტიპისა და დასახლებული ტიპის ზომის მიხედვით.

შერჩევის ზომა

კვლევის ზომა განისაზღვრა 1500 რესპონდენტით. ანკეტები გადანაწილდა სტრატებში მოსახლეობის პროპორციულად. 

მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდება ISSP-ის ვებგვერდზე.