ბლოგი

მასკულინობის კვლევები

"მასკულინობის კვლევები" წარმოადგენს თსუ-ს ბაკალავრიატის სტუდენტების ნაშრომების კრებულს.
პუბლიკაციაში შესული სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელი არიან თავად ავტორები. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შემდგენელის და/ან გენდერის კვლევის ინსტიტუტის შეხედულებებს.

გამომცემელი: გენდერის კვლევის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოცემის წელი: 2014
შემდგენელი/რედაქტორი: თამთა მელაშვილი
საავტორო უფლებები: ავტორები, გენდერის კვლევის ინსტიტუტი
ფოტო ყდაზე: სალომე ცოფურაშვილი.

წინასიტყვაობა

2014 წლის გაზაფხულის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრ სტუდენტებთან „მასკულინობის კვლევები" წავიკითხე. კურსი, შეძენილი თეორიული ცოდნის საფუძველზე, ინდივიდუალურ კველევებზე მუშაობასაც ითვალისწინებდა. სტუდენტები თავისუფალი იყვნენ საკვლევი თემატიკის არჩევანში. შედეგად, სემესტრის ბოლოს ძალიან ბევრი საინტერესო აკადემიური ნაშრომი მივიღე, სადაც ავტორებმა ბევრ განსხვავებულ ასპექტში გაანალიზეს მასკულინობებითანამედროვე ქართულ კონტექსტში. ნაშრომები იმდენად მრავალფეროვანი იყო და იმდენად ცოცხლად ასახავდა თანამედროვე სოციალურ რეალობას, რომ გავადავწყვიტე სტატიათა კრებულზე მემუშავა.

ამ პუბლიკაციისთვის, თემატური მრავალფეროვანების დაცვის მიზნით 12 სტატია შევარჩიე, როგორც საუკეთესო რეფლექცია თანამედროვეობაზე. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა კვლევითი ფოკუსი თანატოლებისკენ მიმართეს და საინტერესოდ ასახეს ახალგაზრდა თაობაში მიმდინარე გენდერული პროცესები. ვფიქრობ, ამ კრებულს მეტ მნიშვნელობას სძენს ის, რომ მასკულინობის კვლევები ის სფეროა, რომელიც ზოგადად, გენდერის კვლევაშიც ყველაზე „აუთვისებელ ტერიტორიად" რჩება, მითუმეტეს ჩვენთან, საქართველოში. 

მინდა მადლობა გადავუხადო პუბლიკაციის ავტორებს, რომლებმაც გულწრფელი მონდომებით და ენთუზიაზმით იმუშავეს სტატიებზე. ბევრი მათგანისთვის ეს კვლევა პირველი, მოკრძალებული ნაბიჯია აკადემიაში. შესაბამისად, სტატიებში გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება შესაძლოა საკმაოდ თამამი და საკამათო იყოს, მაგრამ ამ კრებულის მიზანი საბოლოო ჯამში სწორედ ესაა - ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს და მსჯელობის საგნად გახადოსისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო „მასკულინობის კვლევების" კურსში მონაწილე ყველა სტუდენტს. ეს ჯგუფი დიდხანს მემახსოვრება, როგორც, საუკეთესო ჩემს პროფესიულ პრაქტიკაში.

ასევე გულწრფელი მადლობა სოციალური მეცნიერებების ცენტრს პუბლიკაციის გავრცელებაში დახმარებისათვის.

თამთა მელაშვილი 

ჩამოტვირთეთ კრებული