თანამშრომლები

სოფიო ვასაძე

უმცროსი მკვლევარი (2012-2014)

ელ-ფოსტა: s.vasadze@css.ge

ბიოგრაფია: სოფო ვასაძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2012 წლიდან. 2005-2009 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2009-2011 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე: ანთროპოლოგია-ინტერდისციპლინური კვლევები. მისი კვლევის ინტერესი იყო დიქოტომია: ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი. სამაგისტრო ნაშრომის თემა - ,,სოციალური ინტერაქცია და ინდივიდუალისტური/კოლექტივისტური ღირებულებითი და ქცევითი ორიენტაციები''. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად აქვს მიღებული გამოცდილება, როგორც ინტერვიუერსა და ანალიტიკოსს კვლევებში. 

2011 წლიდან არის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი საინიციატივო ჯგუფისა „სოციალური ცვლილებების მხარდამჭერი ახალგაზრდები საქართველოში", რომელიც ახორციელებს პროექტს „გენდერული ძალადობა, როგორც სოციალური პრობლემა". პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კულტურულ-სოციალური დისკურსის წახალისებას და გააქტიურებას, გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით საქართველოში. საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში დაარსდა „კულტურული კაპიტალის კვლევის სადისკუსიო კლუბი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.