თანამშრომლები

მაია ბარქაია

ასოცირებული მკვლევარი

ელ-ფოსტა m.barkaia@css.ge

გენდერის კვლევის დოქტორი, სოცილურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თანამედროვე ინდოეთის ისტორიის მაგისტრი, ჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტი, ნიუ დელი, ინდოეთი. 

ბიოგრაფია: მაია ბარქაია თანამშრომლობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2010 წლიდან. 2014 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „წინააღმდეგობა, სტუდენტური აქტივიზმი და გენდერი საქართველოსა და ინდოეთში“ და მიიღო გენდერის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2008 წელს მან დაამთავრა პრაქტიკული აღმოსავლეთმცოდენეობის ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 2010 წელს მოიპოვა ინდოეთის ისტორიის მაგისტრის ხარისხი ჯავაჰარლალ ნეჰრუს უნივერსიტეტში. 2011 წელს მუშაობდა სოციალური კვლევის ცენტრში (ინდოეთში) და ჩართული იყო სხვადასხვა კვლევით პროექტებში (სელექციურ აბორტებზე, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მიერ შემუშავებული პროგრამების გენდერული კუთხით ანალიზზე, სუროგატ დედებზე). 

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: გენდერი და რელიგია, გენდერი და სუბალტერნული ჯგუფები, სხვადასხვა ფაქტორების გავლენა სტუდენტების გენდერული ატიტუდების ჩამოყალიბებაში.