თანამშრომლები

ნარგიზა არჯევანიძე

ასოცირებული მკვლევარი

ელ-ფოსტა: n.arjevanidze@css.ge

გენდერის მაგისტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი). ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება).

ბიოგრაფია: ნარგიზა არჯევანიძე ცენტრთან 2010 წლიდან თანამშრომლობს. ის არის ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის გენდერის კვლევა ლექტორი (კურსები: გენდერი და იძულებითი გადაადგილება, გენდერი და სოციალიზმი); არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის აკადემიური განათლების პროექტის სტიპენდიანტი.

2007 წლიდან მუშაობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა (UNHCR) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივ პროექტში ,,ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი დაცვა საქართველოში" ქვეყნის შესახებ ინფორმაციის (COI) შეგროვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: გენდერი და სოციალიზმი, პოსტსოციალიზმი, გენდერი და პოლიტიკა, იძულებითი გადაადგილების გენდერული ასპექტები, გენდერი და მიგრაცია.