პუბლიკაციები

"ქალები მშვიდობის მშენებლობაში: ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაცია საქართველოში"

ნინო ზუბაშვილი
დეკემბერი, 2015 წ.

ჩამოტვირთვა

ნაშრომი მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის" სტაჟირების გრანტის ფარგლებში.

აბსტრაქტი

1990-იან წლებში, როდესაც მსოფლიო ახალი სახის კონფლიქტებისა და კრიზისების, სამოქალაქო ომების, საშინაო და ჰუმანიტარული კრიზისების წინაშე დადგა, როდესაც ძალადობის მსხვერპლიხდებოდნენ სამოქალაქო პირები, ქალები აღმოჩნდნენ ის ძლიერი აქტორები, რომლებმაც შეძლეს თავიანთი როლი ეთამაშათ მშვიდობის მშენებლობაში. მათიმცდელობებიდან, კონფლიქტებზემათი რეაგირებიდან გამომდინარე, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1325 (2000) ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. რეზოლუცია გარდატეხის წერტილად იქცა საერთაშორისო პოლიტიკაში კონფლიქტებსა და მშვიდობის მშენებლობაში ქალთა საკითხის განხილვის თვალსაზრისით და მოუწოდებდა სახელმწიფოებს ჩაერთოთ ქალები სამშვიდობო პროცესებში გამომდინარე იქედან, რომ მათ ხედვასა და კონტრიბუციას შეეძლო მდგრადი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობების გაზრდა.
მსოფლიოს გარშემო სამშვიდობო პროცესებში ქალთა როლის გაანალიზების ფონზე, ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს თუ რა გამოძახილი ჰპოვა საერთაშორისო პროცესებმა საქართველოში, რამდენად აქტიურად მონაწილეობენ ქალები სამშვიდობო პროცესებსა და მშვიდობის მშენებლობაში და გააანალიზოს იმ აქტორების როლი, რომლებიც დაინტერესებული და პასუხისმგებელი არიან პოლიტიკის იმპლემენტაციაზე სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიმართულებით კონტექსტუალური ინტერაქციის თეორიის მიხედვით, რომელიც სწავლობს აქტორთა მოტივაციას, მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და რესურსებს პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში.
კვლევამ აჩვენა, რომ აქტორებს შორის მოტივაცია და ინფორმაციასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობა განსხვავდება, მაგრამ, საერთო ჯამში, სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებული გაცხადებული მიზნები და პოლიტიკა თითქმის არ რეალიზდება, ძირითადად იმიტომ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სააგენტოების ნაწილს აკლია ან ზემოთჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი, ან ყველა კომპონენტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიდან კი მხოლოდ მცირე ნაწილი განიხილავს სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობას პრიორიტეტულ საკითხად.