პუბლიკაციები

"გენდერული თანაწორობის პოლიტიკის შეფასება საქართველოში ქალთა ორგანიზაციების მიერ"

ელენე ჯაფარიძე, აგვისტო 2012

ჩამოტვირთვა

საქართველოში, პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ აქტიურად დაიწყეს საუბარი გენდერსა და გენდერულ თანასწორობაზე.
გენდერი, წარმოადგენს სოციალურად კონსტრუირებულ კატეგორიას; რომელსაც კულტურა ქმნის მამაკაცისა და ქალის ცნების აღსანიშნად. გენდერში იგულისხმება არა მხოლოდ ქალისთვის ან მამაკაცისთვის დამახასიათებელი თვისებები, არამედ ქცევის, აზროვნების და ქმედების მოდელები, რომელსაც საზოგადოება და კულტურა აწესებს ქალისა და მამაკაცისთვის. როგორც ვორტონი აღნიშნავს, გენდერი ყველა კულტურაში სოციალური ცხოვრების ერთგვარ ცენტრალურ მაორგანიზებელ პრინციპად გვევლინება.
გენდერული ურთიერთობები განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად თანაბრად სარგებლობენ, ხელი მიუწვდებათ და აკონტროლებენ ბუნებრივ რესურსებს კაცები და ქალები. ხშირად, გენდერული როლის მიხედვით დაწესებული ქცევის მოდელებისა და მოლოდინების გამო მრავალ უთანასწორობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს ვაწყდებით. გენდერის ნიშნით ადამიანების დაყოფა და გამორჩევა, რომელსაც გენდერული უთანასწორობისკენ მივყავართ, თითქმის ყველა საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. მსოფლიო ბანკის 2003 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ, გენდერული უთანასწორობის საკითხები, რომლებიც, მაგალითად, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და პოლიტიკის სფეროში ქალებისა და კაცების არათანაბარი მონაწილეობის მიხედვით ვლინდება, ზემოქმედებს მსოფლიოს განვითარებაზე.