თანამშრომლები

თამარ მოსიაშვილი

ასოცირებული მკვლევარი

ელ-ფოსტა: t.mosiashvili@css.ge

ბიოგრაფია: თამარ მოსიაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2012 წლიდან. ის არის განათლების სპეციალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი.

თამარ მოსიაშვილი არის საგანმანათლებლო პროექტების ავტორი და მენეჯერი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში. მის მიერ შემუშავებული პროექტების მიზანია მასწავლებელთა კვალიფიკაციის, სწავლა-სწავლების პროცესისა და დემოკრატიული კულტურის განვითარება ქართულ სკოლებში. პროექტების ფარგლებში შემუშავებულია განათლების მეორე შანსის მოდელი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, და განათლების პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი. ის ხელმძღვანელობს პროექტებს შემდეგ საკითხებზე: წიგნიერება, მათემატიკური წიგნიერება და სასიცოცხლო უნარების საბაზისო ჩვევები, ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს, უსაფრთხო სკოლის პროგრამის მონიტორინგი, ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება ბოლონიის პროცესის კვალდაკვალ.

2001-2008 წლებში ჩართული იყო განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტში ,,ილია ჭავჭავაძე" როგორც მწვრთნელი და სკოლების კონსულტანტი.

2005-2008 წლებში მონაწილეობდა განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და აკრედიტაციის პროექტში (AED/USAID). პროექტის ფარგლებში მოამზადა ტრენინგები საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის, ასევე მონაწილეობდა ახლად შექმნილი საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის განათლების პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების პროცესში. თანამშრომლობდა სამინისტროს გუნდთან.

2009-2010 წლებში მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში სერტიფიცირების კოორდინატორად, მოამზადა მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის სამუშაო ვარიანტი.
გამოცემული აქვს პუბლიკაციები განათლების სისტემის მართვასა და სწავლა-სწავლების პროცესზე, ასევე განათლების პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტები და რეგულაციები.