პუბლიკაციები

"ადამიანის განვითარების ინდექსის მიღმა: ადამიანზე ორიენტირებული განვითარების შეფასება საქართველოში"

ნანი ბენდელიანი, ივნისი 2012

ჩამოტვირთვა

 

ადამიანის განვითარება არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პარადიგმა ადამიანების შესაძლებლობისა და არჩევანის საშუალებების შესასწავლად და შესაფასებლად მსოფლიოში ჯანმრთელობის, განათლებისა და ცხოვრების ღირსეული დონის მიხედვით. ადამიანების განვითარების ანგარიშის მიხედვით, „განვითარების ძირითადი მიზანია ადამიანების ყველანაირი არჩევანის და არა მხოლოდ შემოსავლის გაზრდა" . აღნიშნული მიმართულებებით პროგრესის შესაფასებლად ადამიანის განვითარების ანგარიშში სხვა ინდექსებთან და ემპირიულ მონაცემებთან ერთად ჩართულია ადამიანების განვითარების ინდექსი. წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს ადამიანის განვითარების, თეორიული ჩარჩოს ფარგლებში, საქართველოს მდგომარეობის აღწერას დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე.