სამომავლო გეგმები

სტაჟირება CSS-ში

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

ხანგრძლივობა: 3 თვე (1 ნოემბერი - 30 იანვარი), კვირაში 30 საათი

ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცენტრის ადმინისტრაციული პერსონალის დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში
  • ცენტრის პერსონალის დახმარება კვლევის წარმოების და გრანტების მოძიების საკითხებში
  • საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის/ანგარიშების თარგმნა (ინგლისურიდან ქართულად და პირიქით)
  • ცენტრის კვლევით პროექტებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრანტი ან მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების დარგში
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2 დონე)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენების, კერძოდ, სიღრმისეული ინტერვიუს, ფოკუს ჯგუფის, რაოდენობრივი გამოკითხვის ჩატარების და მონაცემების პირველადი ანალიზის გამოცდილება
  • მონაცემთა ბაზებზე (SPSS) მუშაობის ცოდნა/გამოცდილება

სხვა მოთხოვნები:

  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დროით მუშაობის შესაძლებლობა

სამუშაო პირობები:

  • კვირაში მინიმუმ 30 საათი (მუშაობის ზუსტ გრაფიკზე შეთანხმება (საათობრივი განაწილება დღეების მიხედვით) შესაძლებელია)

კონკურში მონაწილეობისთვის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • CV ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 2 გვერდი)
  • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი)
  • ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დაინტერესებულმა პირებმა ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელ-ფოსტის საშუალებით: internship@css.ge, არაუგვიანეს 2018 წლის 15 ოქტომბრისა.  წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Internship."