კონფერენციები

მე-7 ყოველწლიურ კონფერენციას გენდერის კვლევაში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტმა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა გამართა ერთობლივი მე-7 ყოველწლიურ კონფერენცია გენდერის კვლევაში:

ქალთა ჩაგვრის მანიფესტაციები და საპასუხო წინააღმდეგობა

კონფერენცია გაიმართა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) ჩათვლით აღინიშნება.

კონფერენციამ საშუალებას მისცა დაინტერესებულ მკლევრებს წარმოედგინათ საკუთარი ნაშრომები, როგორც ქალთა ჩაგვრის სხვადასხვა მანიფესტაციებზე, ასევე მასზე საპასუხოდ წარმოქმნილ ახალ სოციალურ მოძრაობებზე. დიდი ხნის განმავლობაში ქალთა საკითხი მიიჩნეოდა, პირად და ინტიმურ პრობლემად. ფემინისტების თვალსაზრისით "პირადი" გამოცდილება არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ ის მჩაგვრელი სისტემით არის განპირობებული და სტრუქტურული და სისტემური ხასიათისაა. ჩაგვრის ისეთი ფორმები, როგორიცაა: ექსპლუატაცია, გარიყვა, უძლურება, ძალადობა და კულტურული იმპერიალიზმი, ხშირად ერთმანეთს გადაკვეთს და წარმოშობს ჩაგვრის კომპლექსურ ფორმას. სოციალური უსამართლობა წარმოშობს ძლიერ იმპულსებს საპასუხო წინააღმდეგობისთვის, სოციალური მოძრაობებებისა თუ ცალკეულ პიროვნებათა აქტივიზმის სახით, კონფერენციის იდეაა,  წარმოაჩინოს ურთიერთქმედება ჩაგვრასა და მისდამი წინააღმდეგობას შორის.

კონფერენციის თარიღი: 1 დეკემბერი, 2015

კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი

კონფერენციის ენა:  ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანით)