კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია: „ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება”

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოსა, და Georgia Proeuropa-ს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: 

"ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება”

კონფერენციის ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #115

კონფერენციის ენა: ქართული, ინგლისური, და ფრანგული (სინქრონული თარგმანით)

თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორობისა და პროგრესის იდეები, რომლის დამკვიდრებაშიც განსაკუთრებული როლი მიუძღვის განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფიას, აყალიბებს საზოგადოების ევროპულ მოდელს. შესაბამისად, დღეს ევროპეიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპული ღირებულებების გაზიარება.

ევროინტეგრაცია და მისი თანმხლები ევროპეიზაციის პროცესი, როგორც ევროკავშირის ღირებულებების და ნორმების გავრცელებისმექანიზმი, უაღრესად აქტუალურია თანამედროვე საქართველოსთვის, განსაკუთრებით 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთანასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ასოცირების ხელშეკრულება საფუძველს ქმნის ქვეყნის პოლიტიკურიგანვითარების, ერთიანი ევროპული ბაზრის წვდომისა, და ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრებისთვის;ამდენად, უდავოდ მნიშვნელოვანია ევროპეიზაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განზომილებების სათანადოდგააზრება და ამ საკითხზე აკადემიური დისკურსის გაღრმავება.

კონფერენცია იყო მულტიდისციპლინური და მოიცავდა შემდეგ სფეროებს: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები,ეკონომიკა, სამართალი, ჰუმანიტარული და განათლების მეცნიერებები.

მოხსენების სტატიის ბეჭდვა

საუკეთესო 10 სტატია გაივლის საერთაშორისო ექსპერტიზას და დაიბეჭდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ინგლისურენოვანონლაინ რეფერირებად ჟურნალში „კავკასიის სოციალურ მეცნიერებათა მიმოხილვა". სტატიები დაიბეჭდება მხოლოდ ინგლისურენაზე. მონაწილეებმა სრული სტატიები უნდა გადმოაგზავნონ 2016 წლის 1 დეკემბრამდე.

კონფერენციის ვებგვერდი: http://georgie-europe2016.tsu.ge/

კონფერენციის თანადაფინანსებას უზრუნველყოფდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სოციალურ მეცნიერებათაცენტრი და Georgia Proeuropa.

ჩამოტვირთეთ პრესრელიზი

ჩამოტვირთეთ კონფერენციის პროგრამა