კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია: "პოლიტიკური პირობითობის მექანიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში: აღქმა და პოლიტიკა"

2018 წლის 29-30 იანვარს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას 

"პოლიტიკური პირობითობის მექანიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში: აღქმა და პოლიტიკა"

ორგანიზატორი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
თარიღი: 29-30 იანვარი, 2018
ადგილი: სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"
მისამართი: 26 მაისის მოედანი #1, თბილისი
კონფერენციის ენა: ინგლისური
კონფერენციის პროგრამა: ჩამოტვირთეთ

საერთაშორისო კონფერენცია ეხებოდა პოლიტიკური პირობითობის მექანიზმს და მის გავლენას დემოკრატიის მშენებლობაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში. კონფერენცია გაიმართა ცენტრის პროექტის "ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის" ფარგლებში „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის" (National Endowment for Democracy, NED) დაფინანსებით.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დახურული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ამერიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იან კელიმ, და ევროკავშირის დელეგაციის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იანოშ ჰერმანმა.

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ შემდეგი ბმული: http://css.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=8&info_id=1331