კონფერენციები

მე-4 ყოველწიური კონფერენცია გენდერის კვლევაში

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ორგანიზება გაუწია მე-4 ყოველწლიურ კონფერენციას გენდერის კვლევაში: 

"ომი და მშვიდობა: ძალაუფლება და ქალებისა და მამაკაცების რეპრეზენტაცია"

კონფერენცია ჩატარდა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში. საქართველოში ოჯახში, პოლიტიკასა და ზოგადად საჯარო სივრცეში ქალებისთვის ძალაუფლების მოპოვება დაკავშირებულია არაერთ სირთულესა თუ დაბრკოლებასთან. აქედან გამომდინარე ქალები იძულებულნი გახდნენ მიემართათ ალტერნატიული გზებისთვის რაც გამოიხატა სამოქალაქო საზოგადოებაში ქალების აქტიური ჩართულობით. კონფერენცია მიზნად ისახავს მოიწვიოს საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი კვლევების შედეგებს გენდერისა და ძალაუფლების თემაზე.

კონფერენციის თარიღი: 6 დეკემბერი, 2012 წ.

კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი, ოთახი #101, ჭავჭავაძის გამზ. 3, თბილისი

კონფერენციის ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანი)

კონფერენციის პროგრამა

პრეს-რელიზი

კონფერენციის მასალები

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:   genderequality@css.ge.