კონფერენციები

კონფერენცია თემაზე „ევროპა საქართველოში“

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ევროპა საქართველოში"

თარიღი: 12 დეკემბერი, 2013 წ.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი [CSS]

კონფერენცია ეძღვნება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლის იუბილეს

კონფერენციის ადგილი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპ, ოთახი #107

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ცხადად დააფიქსირა სწრაფვა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ. ოცი წლის განმავლობაში ქვეყანა აქტიურად აწარმოებდა ევროპული ინტეგრაციის იდეის პროპაგანდას. 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრიც გახდა. თუმცა, საინტერესოა რამდენად აისახება ეს სწრაფვა, ევროპული ღირებულებები, სტრუქტურები, ინსტიტუტები, მოთხოვნები საქართველოს ინსტიტუციურ სტრუქტურასა და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში; რამდენად რეალურია საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი?

კონფერენციის ძირითადი კონცენტრაცია იქნება ზემოთაღნიშნული საკითხები და მოიცავს შემდეგ სფეროებს: საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოება, გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, ღირებულებები, განვითარება, განათლება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებსა და მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეცნიერებებში ან დაინტერესებულნი არიან ჩამოთვლილი დისციპლინებით. უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინურ და მულტიდისციპლინურ მიდგომას.

კონფერენცია ასევე მოიცავს დამატებით ელემენტებს: შესვენება ყავით, მსუბუქი სადილი (light lunch), კონფერენციის დახურვისთვის მიძღვნილი მიღება (დამატებითი გადასახადი) 12 დეკემბერს; 2 სპეციალურად მოწვეული სტუმრის მოხსენება (პროფესორი ნილ მაკფარლეინი, ოქსფორდის უნივერსიტეტი; პროფესორი სტივენ ჯონსი, მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი)

პრესრელიზი

კონფერენციის პროგრამა:

ლუი მაიო, მეცნიერების და ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევები და ინოვაციის პოლიტიკა: ევროკავშირის მაგალითი და უმაღლესი განათლებისა და კვლევის როლი

სალომე მინესაშვილი, რამდენად ევროპელები ვართ? საქართველოს დასავლური მისწრაფებების ახსნა

ნანი ბენდელიანი, მარიამ ამაშუკელი, ირინა ოსეფაშვილი, სოფო ვასაძე, გენდერული წარმოდგენები და შრომის განაწილება ქალაქში მცხოვრებ ქართველ მოზარდებში

ნიკოლოზ სამხარაძე, საზღვრის მართვის ევროპული კონცეფცია საქართველოში

ლელა რეხვიაშვილი, რას ნიშნავს კორუფციის შემცირება საქართველოს მოქალაქეებისთვის?