კონფერენციები

მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და არსამთავრობო ორგანიზაციის "ქალთა ინიციატიცა თანასწორობისთვის" ინიციატივით გაიმართა ერთობლივი მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში:

სიმონ დე ბოვუარი - გენდერის აქტუალიზაცია

კონფერენცია გაიმართა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) ჩათვლით აღინიშნება. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნებოდა გამოჩენილ ფრანგ ფემინისტს და ფილოსოფოსს სიმონ დე ბოვუარს (1908-1986), მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ორგანიზაციამ ქალთა ინიციატივა თანასწორობისთვის დაასრულა სიმონ დე ბოვუარის საეტაპო ნაშრომის „მეორე სქესი" (1949) თარგმნა ქართულ ენაზე და კონფერენციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვდროდნენ და მოესმინათ ნაშრომის მთარგმენლს - პროფესორ მზია ბაქრაძესა და თარგმანის ინიცატორს ქალბატონ ლელა გაფრინდაშვილს და მოწვეულ სტუმრებს საფრანგეთიდან. კონფერენციამ საშუალება მისცა დაინტერესებულ მკვლევარებს წარმოედგინათ საკუთარი ნაშრომები, როგორც ბოვუარის იდეების, ბიოგრაფიის კვლევის შესახებ, ასევე მისი მოღვაწეობის მიმართებაზე ფემინისტური მოძრაობისა და თეორიის განვითარებასთან. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ იყო ასევე ისეთი კვლევები, რომლებიც უშუალოდ არ შეეხება სიმონ დე ბოვუარს და მის მოღვაწეობას, მაგრამ ახდენენ გენდერის როგორც ანალიტიკური კატეგორიის, ცნებათა და დამოკიდებულებათა სისტემის აქტუალიზაციას.

კონფერენციის თარიღი: 28, 2014
კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი, აუდიტორია 101
კონფერენციის ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანით)

ჩამოტვირთეთ კონფერენციის პროგრამა

პრესრელიზი