კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია - საქართველო თანამედროვე მსოფლიოში

კონფერენციის თარიღი: 9-10 დეკემბერი, 2014 წ. 

კონფერენციის ადგილი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, ოთახი 107 
კონფერენციის ენა: ინგლისური და ქართული (სინქრონული თარგმანით) 

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერითგაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო თანამედროვე მსოფლიოში;" კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების შედეგების წარდგენა.

კონფერენციაზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები: რა ადგილი უკავია საქართველოს თანამედროვე ცვალებად მსოფლიოში;გლობალიზაციის კონტექსტში საქართველოს პოლიტიკურიკულტურული, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარება; სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა; უსაფრთხოება და იდენტობების ტრანსფორმაცია; საერთაშორისო ცვლილებების ზეგავლენა საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ღირებულებებზე.

კონფერენცია იყო ორდღიანი და მიეძღვნა საქართველოსათვის აქტუალურ საკითხებზე ჩატარებული უახლესი აკადემიური დაგამოყენებითი კვლევების პრეზენტაციასკონფერენცია დაიყო რამდენიმე სესიად: ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, ტრანსფორმაცია და რეფორმები, განათლება და განვითარება, იდენტობები და ღირებულებები, გენდერული თანასწორობა და ეკონომიკური განვითარება. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართა დისკუსია. 

კონფერენციის პროგრამა

პრესრელიზი

ფალიაშვილის ქ. 33, 0179 თბილისი, საქართველო
ტელ: : +995 32 2290095
+995 32 2102781
ვებგვერდი: www.css.ge
ელ-ფოსტა: css.conference2014@css.ge