ცენტრის საბჭო

ლია წულაძე

საბჭოს წევრი

აღმასრულებელი დირექტორი

ელ-ფოსტა: l.tsuladze@css.ge

ბიოგრაფია: ლია წულაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2012 წლიდან ის ხელმძღვანელობს ცენტრის გამოყენებითი კვლევების მიმართულებას. 2014 წლიდან არის ცენტრის საბჭოს წევრი და კვლევითი დირექტორი, 2016 წლიდან კი - აღმასრულებელი დირექტორი.

ლია არის 20-ზე მეტი პუბლიკაციისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი. მისი კვლევა ეხება ევროპეიზაციის შესახებ პოლიტიკურ და პოპულარულ დისკურსებს საქართველოში და ყურადღებას ამახვილებს მათ განსხვავებულ პრეზენტაციაზე საერთაშორისო და ადგილობრივი აუდიტორიისთვის. მის მიერ ბოლო პერიოდში, ოქსფორდის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტურის ფარგლებში (2013-14) ჩატარებული კვლევა ყურადღებას ამახვილებდა ქართველების დისკურსებზე ეროვნული იდენტობის შესახებ ევროპეიზაციის კონტექსტში. მისი კროსკულტურული კვლევა, ჩატარებული 2011-12 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით, ეხებოდა ახალგაზრდების წარმოდგენებს ევროპეიზაციის შესახებ ახალი ევროპის ქვეყნებსა (რუმინეთი და პოლონეთი) და მათ მოსაზღვრე რეგიონებში (საქართველო).