
თვის არქივი: მაისი 2025


მედიატიზებული დისკურსები ევროპეიზაციის შესახებ და მათი რეპრეზენტაცია საზოგადოებრივ განწყობებში
„მედიატიზებული დისკურსები ევროპეიზაციის შესახებ და მათი რეპრეზენტაცია საზოგადოებრივ განწყობებში” 4-წლიანი კვლევითი პროექტის (2021-2024) შედეგია, რომელიც ევროკავშირის ჰორიზონტი 2020 პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. წიგნი განიხილავს პოლიტიკისების, მედიის და მოსახლეობის დისკურსებს ევროპეიზაციის შესახებ შვიდ სამიზნე ქვეყანაში: ბელგია, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, პორტუგალია, უნგრეთი და საქართველო. კვლევა მეთოდოლოგიურ ტრიანგულაციას ეფუძნება: პოპულარული მედიასაშუალებების კონტენტანალიზსა და დისკურსის ანალიზს, პოლიტიკოსებთან და მედიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს და მოსახლეობის მასობრივ გამოკითხვებს. წიგნის რედაქტორები არიან: ლია წულაძე, ტეტიანა ლოკოტი და სონია ბოულუსი.