საერთაშორისო სადოქტორო განათლების გამოცდილება: გაკვეთილები და დასკვნები ქართული სადოქტორო განათლების კონტექსტში

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გიწვევთ ვებინარების სერიაში „სადოქტორო განათლება საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად. წარმოგიდგენთ მეორე ვებინარს:

საერთაშორისო სადოქტორო განათლების გამოცდილება: გაკვეთილები და დასკვნები ქართული სადოქტორო განათლების კონტექსტში“

თათია ჩიხლაძე
ასოცირებული პროფესორი
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში

30 ნოემბერი, 16:00 სთ

ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია:

https://zoom.us/meeting/register/tJ0sd-2tqTIpEtHlx07WYVk2yNvVN7IpgrzD

რეგისტრაციის შემდეგ მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ შესაბამისი ბმული

ვებინარების სერიის მიზანია, ხელი შეუწყოს დისკუსიებს სადოქტორო განათლების გამოწვევებისა და ხარისხის შესახებ ქართულ აკადემიურ სივრცეში. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დარგის ექსპერტები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სადოქტორო სწავლების დაფინანსება, დოქტორანტების საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა, რეცენზირებული პუბლიკაციების მომზადება, ა.შ. თითოეული ვებინარის შედეგად შემუშავდება პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც გამიზნული იქნება უნივერსიტეტების ადმინისტრაციისა და განათლების პოლიტიკის შემქმნელებისთვის. პროექტის დასკვნით ეტაპზე, 2021 წლის დეკემბერში გაიმართება ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია.

თათია ჩიხლაძე ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მან დოქტორის ხარისხი ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია) მოიპოვა 2019 წელს. მისი დისერტაცია პოლიტიკური კრიზისების პერიოდში, პოსტ-საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმების ძალაუფლების შენარჩუნების სტრატეგიებზე იყო ფოკუსირებული. თათიამ სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის პირველი ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში (CSS), ხოლო მაგისტრის მეორე ხარისხი, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულებით, ოქსფორდის უნივერსიტეტში მოიპოვა. 2010 წლიდან მოყოლებული, მას საქართველოს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ვებინარები იმართება CSS-ის პროექტის “ამერიკული მოდელის სადოქტორო განათლების განვითარება საქართველოში” აშშ საელჩო კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის დაფინანსებით.