სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ორგანიზებას უწევს საჯარო დისკუსიების სერიას EU Talks. დისკუსიები იმართება ცენტრის პროექტის”საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სივრცეში” ფარგლებში ევროკომისიის Erasmus+ Jean Monnet Activities ფინანსური მხარდაჭერით.
EU Talks სერიის ფარგლებში 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართა ორი პანელური დისკუსია:
(1) საქართველოს ევროინტეგრაცია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე: მიღწევები და გამოწვევები
თარიღი: 13 დეკემბერი, 2017, 12:00-13:30 სთ.
ადგილი: სასტუმრო თბილისი მარიოტი
სამუშაო ენა: ინგლისური
მონაწილეები:
- იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის დელეგაციის ელჩი საქართველოში
- დრ. კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
- დრ. ანნა დოლიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
მოდერატორი: გიორგი ხელაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი
(2) მედიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში
თარიღი: 13 დეკემბერი, 2017, 14:00-15:30 სთ.
ადგილი: სასტუმრო თბილისი მარიოტი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები:
- ნინო ბოლქვაძე, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
- თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი
- მარინა ვაშაყმაძე, რადიო თავისუფლება
- ირაკლი ტაბლიაშვილი, Politics Report
მოდერატორი: დიანა ლეჟავა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
ღონისძიების მხარდამჭერია ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი.