2017 წლის 14 მაისს, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ჩაატარა ფორუმი ახალგაზრდა მკველვართა და ექსპერტთათვისსაქართველოდან და აზერბაიჯანიდან:”ქართულ-აზერბაჯანული ურთიერთობები: პოლიტიკური კაპიტალი და რეგიონული დინამიკა”. მონაწილეები აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ 13 მაისს. ფორუმი 14 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მიერ.
ფორუმი შედგებოდა 4 პანელისგან, სხვადასხვა განსახილველი თემით. ვახტანგ ლომჯარიამ(GIPA) და დოქტორმა ალტაი ისმაილოვმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტიდან განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური პარტნიორობის გამოწვევები და შესაძლებლობები. გიორგი ხელაშვილმა(CSS) და მურად ნასიბოვმა ევრაზიის პარტნიორობის ფონდიდან უცხოეთიდან პოლიტიკური საფრთხეებისა და რეგიონალური პოლიტიკის მჭიდრო კავშირიs შესახებ ისაუბრეს. მარიამ ამაშუკელის (CSS) მოხსენება საქართველოს შრომის ბაზარსა და უმუშევრობას ეხებოდა. ნაზაქეთ აზიმლიმ განიხილა გენდერთან დაკავშირებული პოლიტიკა აზერბაიჯანში. ბოლოს ანარ ვალიევმა (ADA Azerbaijan) და გიორგი გოგუაძემ (GRASS) ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანში რელიგიური ექსტრემიზმისა და საფრთხეების შესახებ, აგრეთვე, განიხილეს ამ ორი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა რადიკალიზაციის აღმოსაფხვრელად.
მონაწილეები განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართული. შეხვედრის ბოლოს შეიქმნა მომუშავე ჯგუფები ფორუმის მეორე და საბოლოო შეხვედრისთვის, რომელიც 2017 წლის 7-9 ივლისს, კახეთის რეგიონში ჩატარდება.
მონაწილეთა განათლება და სფერო განსხვავებული იყო, იყვნენ როგორც მაგისტრატურის ისე დოქტორანტურის სტუდენტები,ახალგაზრდა მკვლევარები, ლექტორები და სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების პროფესიონალები