აღმასრულებელი დირექტორი
ელ-ფოსტა: l.tsuladze@css.ge
ბიოგრაფია: ლია წულაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მენიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2016 წლიდან არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. ლია არის 25-ზე მეტი პუბლიკაციისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. მისი კვლევა ეხება ევროპეიზაციის შესახებ პოლიტიკურ და პოპულარულ დისკურსებს საქართველოში და ყურადღებას ამახვილებს მათ განსხვავებულ პრეზენტაციაზე საერთაშორისო და ადგილობრივი აუდიტორიისთვის. მის მიერ ბოლო პერიოდში, ოქსფორდის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტურის ფარგლებში (2013-14) ჩატარებული კვლევა ყურადღებას ამახვილებდა ქართველების დისკურსებზე ეროვნული იდენტობის შესახებ ევროპეიზაციის კონტექსტში. მისი კროსკულტურული კვლევა, ჩატარებული 2011-12 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით, ეხებოდა ახალგაზრდებისწარმოდგენებს ევროპეიზაციის შესახებ ახალი ევროპის ქვეყნებსა (რუმინეთი და პოლონეთი) და მათ მოსაზღვრე რეგიონებში (საქართველო). ამჟამად, ლია ხელმძღვანელობს ევროკავშირის ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი პროექტის „მედიატიზებული ევროკავშირი: ევროკავშირის შესახებ მედიით გაშუალებული დისკურსები და მათი რეპრეზენტაცია საზოგადოებრივ განწყობებში” (2021-2024) კვლევით სამუშაო პაკეტს.