სტუდენტური კონფერენცია „საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები”
ორგანიზატორი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
კონფერენციის თარიღი: 2020 წლის 23-24 დეკემბერი
კონფერენციის ენა: ქართული
ადგილი: კონფერენცია ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის საშუალებით. დასწრების მსურველებმა თვალი ადევნეთ ცენტრის ფეისბუქის გვერდს ლაივ ჩართვისთვის.
კონფერენცია ტარდება ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის მხარდაჭერით
2020 წლის 23-24 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მართავს სტუდენტურ კონფერენციას “საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები,” რომელიც ტარდება პროექტის „საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატოსთვის“ ფარგლებში ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის დაფინანსებით. პროექტის მიზანია, საქართველოს ახალგაზრდა ქალების ჩართულობის გაძლიერება ნატოს როლის შესახებ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში წარმოებულ დისკუსიებში.
დაწვრილებითსოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები
ავტორი: ლია წულაძე
სამეცნიერო რედაქტორი: ნინო ჯავახიშვილი, ფსიქოლოგიის პროფესორი, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
© ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020
ISBN 978-9941-13-930-7 (pdf)
მოცემული სახელმძღვანელო სოციოლოგიური კვლევის თვისებრივ მეთოდებს ეძღვნება და გათვლილია მათზე, ვისაც თვისებრივი მეთოდების საბაზისო ცოდნა აქვს, განსაკუთრებით, მაგისტრატურის სტუდენტებზე. სახელმძღვანელო 10 თავისგან შედგება, რომელთაგან პირველი ორი ემპირიული კვლევისთვის ამზადებს სტუდენტს, შემდეგი ოთხი თავი მონაცემების მოპოვების სხვადასხვა მეთოდს განიხილავს, მომდევნო სამი თავი – მონაცემების ანალიზის
ტექნიკას და ბოლო თავი – მონაცემების პრეზენტაციას. იმ თავებს, რომლის შესაბამის საკითხებზეც სტუდენტები ემპირიულ დავალებებს ასრულებენ, სტუდენტების ნიმუშები ახლავს. სახელმძღვანელოს სტრუქტურა და შინაარსი ავტორის თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება – როგორც ემპირიული კვლევების განხორციელების, ისე სტუდენტების სწავლების კუთხით.
გამოცემულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით.
CSS-მა ჰორიზონტი 2020-ის კვლევითი გრანტი მოიგო
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ახალი კვლევითი გრანტი მიიღო პროექტისთვის „მედიატიზებული ევროკავშირი: ევროკავშირის შესახებ მედიით გაშუალებული დისკურსები და მათი რეპრეზენტაცია საზოგადოებრივ განწყობებში.” პროექტს, რომელიც დაფინანსდა ევროკომისიის ჰორიზონტი 2020 კვლევისა და ინოვაციის პროგრამის მიერ (H2020-SC6-TRANSFORMATIONS-2020) დუბლინის უნივერსიტეტი (DCU) გაუწევს კოორდინირებას. კონსორციუმი ასევე მოიცავს შემდეგ პარტნიორ ორგანიზაციებს: ნებრიჰას უნივერსიტეტი, ესპანეთი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი, კოიმბრას უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ცენტრი, პორტუგალია, ევროპის სამეზობლო საბჭო, ბელგია და კორვინუსის უნივერსიტეტი, უნგრეთი. CSS უხელმძრვალენებს კვლევის სამუშაო პაკეტს (WP2 – Research).
საჯარო ლექცია თემაზე “როგორ ვმართოთ აკადემიური პროფილი?”
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექცია/სემინარზე:
“აკადემიური ჟურნალები, ციტირების ინდექსი და აქტიური აკადემიური პროფილის მართვა”
ლექცია/სემინარს წარუძღვება დრ. არჩილ ჩოჩია, Marie Sklodovska Curie მკვლევარი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი