სტუდენტური კონფერენცია „საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები”

ორგანიზატორი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
კონფერენციის თარიღი: 2020 წლის 23-24 დეკემბერი
კონფერენციის ენა: ქართული
ადგილი: კონფერენცია ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის საშუალებით. დასწრების მსურველებმა თვალი ადევნეთ ცენტრის ფეისბუქის გვერდს ლაივ ჩართვისთვის.
კონფერენცია ტარდება ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის მხარდაჭერით

2020 წლის 23-24 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მართავს სტუდენტურ კონფერენციას “საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები,”  რომელიც ტარდება პროექტის „საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატოსთვის“ ფარგლებში ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის დაფინანსებით. პროექტის მიზანია, საქართველოს ახალგაზრდა ქალების ჩართულობის გაძლიერება ნატოს როლის შესახებ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში წარმოებულ დისკუსიებში.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. გარდა ამისა, კონფერენციას გახსნის ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის წარმომადგენელი, ქ-ნი დესპინა აფენტული.

კონფერენციის პროგრამა

კონფერენციაზე გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომების ავტორები, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, ხოლო ნაშრომები განთავსდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ვებგვერდზე. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.