2020 წლის 23-24 დეკემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია „საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.” ღონისძიება ჩატარდა პროექტის “საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატოსთვის“ ფარგლებში ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის დაფინანსებით. კონფერენციაზე გამოვლინა ოთხი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორებსაც გადაეცათ ფულადი პრიზები.
საუკეთესოდ დასახელებული ნაშრომები:
- მელანო ბერიძე, ნინო პაჭკორია „მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ“
 - ლუკა პანაიოტი, თამარ იობიძე, „ნატოს ჩართულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში“
 - ალისა ოვესოვი, „საქართველო-უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივები: ისტორიული პარალელები, გამოწვევები და გადაჭრის გზები“
 - ნინო ციხელაშვილი, „რამდენად შესწევს უნარი ერთის მხრივ ნატოს, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს გამოიყენოს „შესაძლებლობის ფანჯარა“
 
კონფერენციის სხვა მონაწილე სტუდენტთა ნაშრომები:
- თამთა ფიროსმანიშვილი, “ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტრანსფორმაცია და სამშვიდობო მისიების როლი მსოფლიოს უსაფრთხოებაში”
 - ნათია ვერძაძე, “ნატო და უსაფრთოხების გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში”
 - გვანცა კვარაცხელია, “ნატო – მსოფლიო უსაფრთხოების გარანტი”
 - სოფიო გაბელაია,“ნატო, როგორც მცირე სახელმწიფოთა შესაძლებლობების ფანჯარა (საქართველოს მაგალითზე)”
 - ანა არუთუნიანი, “საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები”
 - ილია ფაჩულია, “ნატოს როლი საქართველოში და მოსახლეობის დამოკიდებულებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ”
 
