საჯარო ლექცია თემაზე “როგორ ვმართოთ აკადემიური პროფილი?”

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექცია/სემინარზე:

“აკადემიური ჟურნალები, ციტირების ინდექსი და აქტიური აკადემიური პროფილის მართვა”

ლექცია/სემინარს წარუძღვება დრ. არჩილ ჩოჩია, Marie Sklodovska Curie მკვლევარი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ორგანიზატორი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
თარიღი: 7 ივნისი, 16:00 სთ. 
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი, აუდიტორია A101
ენა: ქართული 
სამიზნე აუდიტორია: უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები

დრ. არჩილ ჩოჩია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (ტალტექი) თანამშრომლობს 2009 წლიდან და არის ტალტექის იურიდიული სკოლის მკვლევარი და სადოქტორო სკოლის კოორდინატორი. ასევე, არის აკადემიური ჟურნალის Baltic Journal of European Studies რედაქტორი. დრ. ჩოჩიამ 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. წინა პერიოდში სწავლობდა სკრანტონის უნივერსიტეტში, აშშ და თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ის არის 50-ზე მეტი ჟურნალის, წიგნის თავისა და საკონფერენციო მოხსენების ავტორი. მისი კვლევითი ინტერესებია იურისპრუდენცია და ტექნოლოგიები, ეთიკის საკითხები, ევროკავშირის კვლევები, ევროინტეგრაცია. 
****
ღონისძიება ტარდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის „Shadow: ჩრდილოვანი ეკონომიკისა და პრაქტიკების კვლევა ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში“ ევროკავშირის მარი სკლადოვსკა კურის ინოვაციური ტრენინგების ქსელის პროგრამის (MSCA-RISE-2017) ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *