EU Talks – (1) საქართველოს ევროინტეგრაცია, (2) მედიის როლი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ორგანიზებას უწევს საჯარო დისკუსიების სერიას EU Talks. დისკუსიები იმართება ცენტრის პროექტის”საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სივრცეში” ფარგლებში ევროკომისიის Erasmus+ Jean Monnet Activities ფინანსური მხარდაჭერით.

EU Talks სერიის ფარგლებში 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართა ორი პანელური დისკუსია:

(1) საქართველოს ევროინტეგრაცია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე: მიღწევები და გამოწვევები

თარიღი: 13 დეკემბერი, 2017, 12:00-13:30 სთ.
ადგილი: სასტუმრო თბილისი მარიოტი
სამუშაო ენა: ინგლისური

მონაწილეები:

  • იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის დელეგაციის ელჩი საქართველოში
  • დრ. კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • დრ. ანნა დოლიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

მოდერატორი: გიორგი ხელაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი

(2) მედიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში

თარიღი: 13 დეკემბერი, 2017, 14:00-15:30 სთ.
ადგილი: სასტუმრო თბილისი მარიოტი
სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები:

  • ნინო ბოლქვაძე, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
  • თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • მარინა ვაშაყმაძე, რადიო თავისუფლება
  • ირაკლი ტაბლიაშვილი, Politics Report

მოდერატორი: დიანა ლეჟავა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

ღონისძიების მხარდამჭერია ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *