ალექსანდრე კუპატაძე, სექტემბერი 2012
2003 წლის ვარდების რევოლუვიის შემდეგ, ახალგაზრდა რეფორმატორებისგან შემდგარმა მთავრობამ წამოიწყო საჯარო სექტორის ყოვლისმომცველი რეფორმა. პოლიციის რეფორმა იყო ამ გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ამავდროულად ხასიათდებოდა როგორც ყველაზე წარმატებული. დანაშაულის დონე მკვეთრად შემცირდა და პოლიციის ეფექტურობის ზრდამ გამოიწვია საზოგადოების დადებითი დამოკიდებულების გაზრდა. მეორე მხრივ, სხვადასხვა ექსპერტი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებენ მთავრობას დანაშაულთან საბრძოლველად არალეგალური და არაკანონიერი ტაქტიკის გამოყენების გამო და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები მთავრობის მიმართ გაიზარდა.
პოლიციის რეფორმის თემა მნიშვნელოვანია, ზოგადად, უსაფრთხო გარემოსათვის. ამ დარგში არსებული კვლევები ძირითადად განიხილავენ ეროვნულ უსაფრთხოებას, თუმცა ადამიანების ყოველდღიური უსაფრთხოება მჭიდროდაა დაკავშირებული დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ფიზიკურ მდგომარეობასა და კეთილდღეობას. ადამიანების უსაფრთხოებას ასევე შეიძლება პოლიციამაც შეუქმნას საფრთხე.