(სამუშაო ვერსია)
ალექსი გუგუშვილი, ოქტომბერი 2012
აბსტრაქტი
მოცემული კვლევა აჩვენებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად უკავშირდება საარჩევნო ოლქებში შინამეურნეობების მატერიალური დეპრივაციის დონეს. მოცემული კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია რეგიონული ეფექტის, ურბანიზაციის დონის, მოსახლეობის ზომის, მართლმადიდებელი მოსახლეობის წილის, იდეოლოგიური შეხედულებებისა და არჩევნების დღეს ამომრჩეველთა აქტიურობის დონის გათვალისწინების შემდეგაც. პროპორციული სისტემით მიღებულ ხმათა უმცირეს კვადრატთა წრფივი რეგრესიული მოდელები და მაჟორიტარული სისტემით პარტიის კანდიდატის გამარჯვების ალბათობის ლოგისტიკური მოდელები მიუთითებენ, რომ მატერიალური დეპრივაციის ყველაზე დაბალი და მაღალი მაჩვენებლების მქონე ოლქებმა ოპოზიციურ კოალიციას მიანიჭეს უპირატესობა. აღნიშნული ტენდენცია ასევე ჩანს იმ შემთხვევაშიც, თუ ანალიზიდან გამოვრიცხავთ გაყალბების უფრო მაღალი ალბათობის მქონე სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს.